„საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან მოზამბიკამდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.
ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებული არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე“, – თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას.
მარია რესას გამოსვლას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა.
მარია რესას წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.








