საზოგადოება

ახალი წელი თავისუფლებისთვის – აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 

31 დეკემბერი, 2024 •
ახალი წელი თავისუფლებისთვის – აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 

ახალი წლის ღამეს საპროტეტესტო აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 

უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს მოქალაქეები ახალ წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე”, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც რუსთაველის ძეგლთან 23.00 საათზე დაიწყება. 

მოქალაქეთა ნაწილი გლდანის ციხეთსან გეგმავს შეხვდეს ახალ წელს – აქ 22.30 საათზე დაგეგმილი საპროტესტო აქცი,ა სახელწოდებით : “ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”. 

საპროტესტო აქციებით შეხვდებიან ახალ წელს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.


თბილისში მასობრივი პროევროპული დემონოსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო. პროტესტი მოჰყვა “ოცნების” განცხადებას, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი