საზოგადოებასამართალი

თბილისსა და ქუთაისში შუაღამისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

10 დეკემბერი, 2024 •
თბილისსა და ქუთაისში შუაღამისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

10 დეკემბრის ღამეს თბილისსა და ქუთაისში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

03.00 საათისთვის  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია უკვე დაშლილი იყო.  თუმცა მოქალაქეები, რომლებიც უკვე სახლში მიდიოდნენ, პოლიციამ სხვადასხვა ადგილას  დააკავა –  “მაკდონალდსთან”, “სტამბასთან” და ჭავჭავაძის გამზირზე.

სოციალურ ქსელში რამდენიმე დაკავების ვიდეო გაავრცელეს მოქალაქეებმა. ერთ-ერთმა დაკავებულმა თორნიკე მსხილაძემ კი თავისი ჩხრეკა და დაკავება პირდაპირ ეთერში გაუშვა. მსხილაძემ მოგვიანებით დაწერა, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა დაკავებულია პირი, რომელიც აქციის შემდეგ მანქანით სახლში მიჰყავდა.

საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ შუაღამისას განაცხადა, რომ 10 დეკემბრის ღამეს  თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე.

“მათ შორის,  ერთი  სისხლით არის დაკავებული”, – აღნიშნავს ის.


  • 28 ნოემბრის შემდეგ, როცა თბილისი და სხვა ქალაქები მასობრივმა პროტესტმა მოიცვა, პოლიციამ ასობით მოქალაქე დააკავა, ათობით ადამიანზე იძალადა.
  • 9 დეკემბერს თბილისში კვლავ გაიმართა აქცია პარლამენტთან – ეს იყო პროტესტის მე-12 დღე.

მასალების გადაბეჭდვის წესი