საზოგადოება

“რუსებო”- მოქალაქეების პროტესტი “ოცნების” ოფისთან ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე

28 ნოემბერი, 2024 •
“რუსებო”- მოქალაქეების პროტესტი “ოცნების” ოფისთან  ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაცია, მოქალაქეები საპროტესტოდ „ოცნების“ ოფისთან და პარლამენტთან იკრიბებიან.

ამავე ტერიტორიებზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

„ოცნების“ ოფისთან მიმდებარე საავტომობილო გზა გადაიკეტა.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენება და საქართველოს სთხოვენ ისეთ რეფორმებს, რომელიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. რაშიც ის მათ შორის გულისხმობს რუსული კანონის და ცენზურის დამწესებელი კანონის გაუქმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი