“ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, პარტიამ წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი ცნობილი სახე დაიქირავა, მათ შორის: მუსიკოსები, წამყვანები და მსახიობები.
გთავაზობთ კონცერტებში მონაწილე რამდენიმე შემსრულებლის მიღებულ ანაზღაურებას:
- მომღერალი ეკა კვალიაშვილი – ₾637
- მომღერალი დათუნა მგელაძე – ₾637
- მომღერალი მარიტა როხვაძე – ₾1275
- მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი – ₾1250
- მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა) – ₾1875
- წამყვანი ნანიკო ხაზარაძე – ₾2551
- მომღერალი სოფო ხალვაში – ₾2551
- მომღერალი რომან რცხილაძე – ₾3125
- მომღერალი მანანა თოდაძე – ₾3750
- მომღერალი თამუნა ამონაშვილი – ₾3826
- მომღერალი თემურ თათარაშვილი – ₾4464
- მომღერალი სალომე ბაკურაძე – ₾5102
- მომღერალი გიორგი ნიკოლაძე(ნიკოლშოუ) – ₾5102
- იუმორისტი ნიკა არაბიძე – ₾5625
- მომღერალი სოფო ბედია – ₾5739
- იუმორისტი გიორგი გაბუნია – ₾8928
- პრაიმჰაუსის გამარჯვებული გიორგი დიასამიძე – ₾9566
- იუმორისტი ჯიმო აბესაძე – ₾10 204
ანგარიშიდან შეუძლებელია გარკვევა, ამ პირებმა რამდენჯერ მიიღეს მონაწილეობა “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებში.
საანგარიშო პერიოდში, ჯამში, ქართული ოცნების ფაქტობრივმა ხარჯებმა – 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.