ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. FOX News-ის პროექციით, ტრამპი შემდეგი პრეზიდენტი იქნება.
დონალდ ტრამპმა, რომელიც ერთხელ უკვე იყო აშშ-ის პრეზიდენტი (2016-2020 წლებში), უკვე გაიმარჯვა ორ მერყევ შტატში: ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, იგი სხვა მერყევ შტატებშიც ლიდერობს.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს: რესპუბლიკელებმა უპირატესობა მოიპოვეს სენატში და მათ იქ უმრავლესობა ექნებათ. ჯერჯერობით უცნობია წარმომადგენლობითი პალატის ბედი, სადაც რესპუბლიკელებს უკვე ჰქონდათ უმრავლესობა.
AP-ის თანახმად, ამ დროისთვის ტრამპს 248 საარჩევნო ხმა აქვს, გასამარჯვებლად საჭიროა 270. მის კონკურენტ კამალა ჰარისს 214 ხმა აქვს. არჩევნების ბედს ამერიკაში ე.წ. მერყევი შტატები წყვეტენ.