საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე დააფიქსირებს თავის პოზიციას მთავრობის ნაბიჯების მიმართ, რომელმაც დასავლეთისკენ მიმავალ გზას გადაუხვია.
ამის შესახებ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო. ნაბიჯები, რასაც საქართველოს მთავრობა დგამს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ქართველი ხალხი ამასთან დაკავშირებით თავის არჩევანს მომავალ დღეებში გააკეთებს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა მაკრონმა.
პრესასთან საუბრისას მაკრონი ასევე შეეხო მოლდოვაში არსებულ საფრთხეებსაც, რასაც ქვეყანაში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ქმედებები ქმნის.