„ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა“, — წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე.

სავარაუდოდ, ის ეხმაურება თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრ ანა ლურმანს, რომელმაც საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა, „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.

ასე გამოეხმაურა კალაძე გერმანელი მინისტრის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს.

კალაძემ გერმანელ მინისტრს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა