ევროკომისიამ მიიღო მოლდოვის ზრდის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებში რეფორმების განხორციელებაში 1,8 მილიარდი ევროთი მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ეს არის ევროკავშირის უდიდესი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოლდოვისთვის.
მოლდოვის ზრდის მექანიზმი ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, რეფორმების დაჩქარებით ევროკავშირის წევრობასთან დაახლოებას და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას.
ზრდის გეგმა დაფუძნებულია სამ საყრდენზე:
- ფინანსური დახმარების გაზრდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოლდოვის სპეციალური რეფორმისა და ზრდის მექანიზმის მეშვეობით , რომელიც ეფუძნება მოახლოებულ რეფორმების დღის წესრიგს და მოლდოვასთან განხილულ პრიორიტეტულ საინვესტიციო საჭიროებებს;
- ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;
- სოციალურ-ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების მხარდაჭერას.
„მოლდოვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც კანდიდატი გახდა. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლდოვის ეკონომიკის ჩვენთან დაახლოება უკვე ახლა. დღეს მე ვარ კიშინიოვში, რათა წარმოვადგინო მხარდაჭერის პაკეტი, რომლის პოტენციალია ქვეყნის ეკონომიკის ზომის გაორმაგება ათ წელიწადში. ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ სამუშაო ადგილებში, სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში – ახალი საავადმყოფოებიდან დაწყებული, დედაქალაქიდან ოდესამდე მიმავალ გზებით დასრულებული. მოლდოვურ კომპანიებს ვუხსნით ჩვენი ერთიანი ბაზრის კარებს და მხარს ვუჭერთ რეფორმების ძალისხმევას“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს კიშინიოვში, სადაც მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.
ევროკომისიის წინადადება მოლდოვის ზრდის მექანიზმის შესახებ ახლა ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა განიხილოს. მიღების შემდეგ მოლდოვამ უნდა წარადგინოს თავისი რეფორმების დღის წესრიგი.