საზოგადოება

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

19 სექტემბერი, 2024 •
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 26 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ბ.ჯ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დიდ დიღომში ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კესარია აბრამიძეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი