ცაგერის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა არჩეული თანამდებობის პირის ეს გადაწყვეტილება.
„გაიგებთ სულ მალე“ — ასე უპასუხა ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვას, თუ რატომ ტოვებს მერის პოსტს, ლევან ზალკალიანმა.
ლევან ზალკალიანის ნაცვლად ცაგერის მერის უფლებამოსილებას მამუკა ხიმშიაშვილი შეასრულებს, რომელმაც დღეს 27 აგვისტოს სამუშაო თათბირი გამართა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს 25 აგვისტოს შეხვდნენ. ღონისძიება, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს, ამბროლაურში გაიმართა.