რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად სექტემბერში საქართველოდან 200 სტუდენტი გაემგზავრება.
რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებით, 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი „რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის“.
მათივე განცხადებით, შერჩეულმა კანდიდატებმა მიწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკვე მიიღეს და ახლა სავიზო პროცედურების გავლაა დარჩენილი.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია აღნიშნავს, რომ მომდევნო ნაკადი „უფასო განათლებას რუსეთში“ სექტემბრიდან მიიღებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, პროგრამაში მონაწილეობას 450-ზე მეტი რუსული უნივერსიტეტი იღებს და მსურველებს სწავლა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან დაუფინანსდებათ. საიტზე განთავსებული გზამკვლევის მიხედვით, აბიტურიენტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდების ჩაბარება, უზრუნველყოფილი იქნებიან საერთო საცხოვრებლით და პროექტი სტიპენდიასაც ითვალისწინებს.
ამ თემაზე წაიკითხეთ: რუსული უნივერისტეტები პოსტსაბჭოთა სივრცეში და გეგმა საქართველოში