epa10729851 A person using a mobile phone logs in to the new Threads app in Miami, Florida, USA, 06 July 2023. Meta, the company behind Facebook and Instagram, said in a press release on 05 July 2023, that Mark Zuckerberg announced the initial version of 'Threads', an Instagram's text-based conversation app. EPA-EFE/CRISTOBAL HERRERA-ULASHKEVICH

კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე, 11 ანგარიში „ინსტაგრამში“.

ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო, და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი ახალი ამბების ვებ-გვერდები პოსტავდნენ პოლიტიკაზე ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე.

საქართველოს შემთხვევაში, პოსტები ეხებოდა „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს – ქსელი აკრიტიკებდა მომიტინგეებს და მხარს უჭერდა მმართველ პარტიას.