ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი, ტყუპი ძმები, ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. თუმცა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ხანძარი კორპუსში ღამე, დაახლოებით 2-3 საათზე გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში ოთხი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მათგანმა – 10 და 11 წლის მოზარდებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი გარკვეული პერიოდი მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც მშობელს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდა, ბავშვები დედასთან დააბრუნეს. მათივე ინფორმაციით, მაშინ, როცა ქალი სამსახურში იყო, არასრულწლოვანები სახლში მარტო რჩებოდნენ.
ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ.