საზოგადოება

საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

27 ივნისი, 2024 •
საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.

ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს.

პორტუგალიამ საქართველოსთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი არ ათამაშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში იყო მათი ლიდერი კრისტიანო რონალდო, რომელმაც მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო.

საქართველომ  ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით, ჯამში, 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.

ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში.

მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი