საზოგადოება

თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, EU-ის კარი დაიკეტება — ბორელი

24 ივნისი, 2024 •
თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, EU-ის კარი დაიკეტება — ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა,  მინისტრებს შესთავაზებს სიტუაციის ანალიზს და წინადადებებს ევროკავშირის საპასუხო ზომების შესახებ.

ბორელის თქმით, საუბარია როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან ზომებზე, რომელთა შორისა ევროკავშირის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დახმარების შეჩერება, ასევე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ იყო მიმართული .

„ჩვენ არ გვსურს მოსახლეობის დაზარალება“, — აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დღეს არის საორიენტაციო დებატები და კონკრეტული გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.

„ერთი რამ ნათელია. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, მაგრამ თუ ხელისუფლება იმავე გზას მიჰყვება და გააგრძელებს, რასაც აკეთებს, კარი დაიკეტება და ქართველი ხალხი იწვნევს შედეგებს და დაზარალდება. ის, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან სულაც გაუქმდება — სერიოზულ საკითხებზეა საუბარი. თუ ასე გაგრძელდა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია აღარ იქნება“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„უცხოური გავლენის კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია“ — ჰერჩინსკი

რა სანქციებს დაუწესებს EU “ოცნებას”? – “რადიო თავისუფლებამ” ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი