საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ხორცპროდუქტების ხშირი მიღება სიმსივნის რისკს ზრდის

26 ოქტომბერი, 2015 •
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ხორცპროდუქტების ხშირი მიღება სიმსივნის რისკს ზრდის

კვლევა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმოწმებს, მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ხორცის მიღება შეამცირონ.

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ 50 გრამი გადამუშავებულ ხორცის ყოველდღე მიღება 18%-ით ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს შესაძლებლობას.

 

“ამ კვლევის მიგნება და რეკომენდაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ისაა, რომ შეამცირონ ხორცის მიღება”, – ამბობს ქრისტოფერ უილდი, სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.

 

ხორცისა და ხორცპროდუქტების გავლენა კიბოს გამოწვევაზე სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა შეისწავლა. კვლევის მიხედვით, არსებობს საკმარისი საბუთები იმისა, რომ ხორცპროდუქტები მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს.

 

რაც შეეხება წითელ ხორცს (წითელ ხორცში მკვლევრები გულისხმობენ ძუძუმწოვართა ყველა ტიპის ხორცს: ძროხის, ხბოს, ღორის, ცხვრის, ბატკნის, თხისა და ცხენის ხორცს) კვლევის მიხედვით, წითელი ხორცის მოხმარება შესაძლოა გახდეს სიმსივნის გამომწვევი ადამიანებში.

 

მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ დასკვნას საფუძვლად დაედო შეზღუდული მტკიცებულებები იმისა, რომ წითელი ხორცის გამოყენება სიმსივნეს იწვევს.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სიმსვნის კვლევის ცენტრის 22-მა ექსპერტმა 10 ქვეყნიდან სიღრმისეულად მიმოიხილა დაგროვებული სპეციფიური ლიტერატურა,

 

მკვლევრების გაერთაინება ძირითადად დაინტერესებული იყო მსხვილი ნაწლავის სიმსივნით, თუმცა ასევე დაინტერესდნენ პანკრეასისა და პროსტატის კიბოთი.

 

“ინდივიდისთვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა ხორცპროდექტების მიღების გამო მცირეა, მაგრამ ეს რისკი იზრდება ხორცის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში”, – ამბობს კურტ სტრაიფი, სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრის კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი.

სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 800 გამოკვლევა, რომლებმაც დადგინეს კავშირი წითელი ხორცისა და ხორცპროდუქტების მიღებასა და სიმსივნის წარმოშობას შორის კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში.

ხორცპროდექტები
ხორცპროდექტები

მასალების გადაბეჭდვის წესი