2 ოპოზიციონერი აქტივისტი აცხადებს, რომ 17 მაისს სახლებთან ჩაუსაფრდნენ ე.წ. ტიტუშკები და მათზე თავდასხმა სცადეს.
“დღეს, დღის 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ! შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას. #გავიმარჯვებთსახელოვნად”, – დაწერა ენმ-ს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ფეისბუკზე.
ენმ-ს კიდევ ერთი წევრის, ტიტე გედენიძის ცნობით, დღეს კიდევ ერთ აქტივტს, ლუკა შველიძესაც დახვდნენ.
თავად ლუკა შველიძემ ფორმულას უთრას, რომ სცადეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა მან წიწაკის სპრეი გამოიყენა და ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც ჩასაფრებულები გაიქცნენ.
რუსული კანონის სამი მოსმენით მიღების პარალელურად აქციების არაერთ მონაწილეს დაურეკეს ტელეფონზე და დაემუქრნენ, მიაყენეს შეურაცხყოფაც. აქტივისტები ნაწილს ნიღბიანები სახლებთანაც ჩაუსაფრდნენ და სცემეს, მათ შორის ხელკეტების გამოყენებითაც. პოლიციას არავინ დაუკავებია.