საზოგადოება

იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

7 მარტი, 2024 • 1791
იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

დეპუტატ იაგო ხვიჩიას სახეზე დაზიანებები აქვს მიღებული.

ხვიჩიას თქმით, ჩხუბი გუშინ „გირჩის“ ოფისში მივარდნილ კაცთან მოუვიდა.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ოფისში მოვიდა ადამიანი, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლიური თავისუფლების“ დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას… ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა“, — განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატის თქმით, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

„საკაიფოდ ვცემეთ, მაგრამ ჯერ მაინც არ მინდა, რომ დაიჭირონ, იმიტომ ,რომ კიდევ მყავს საცემი ერთხელ. არ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, მე თვითონ მივხედავ. აბა, დეპუტატმა ის განვაცხადო, რომ მურუსიძის სასამართლოს ვენდობი?“ — თქვა ხვიჩიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი