ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 18:00 საათის მონაცემებით, ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, 3 ადამიანს კი მაშველები კვლავ ეძებენ.
ადგილობრივთა ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.
მეწყერი ნერგეეთში შუაღამისას, 02:00 საათზე ჩამოწვა. დასავლეთ საქართველოში ორი დღეა, ძლიერმა ქარმა და ნალექმა პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 თებერვალს რამდენიმე სახლი მოიყოლა, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
რამ გამოიწვია მეწყერი ბაღდათში — გარემოს სააგენტო განცხადებას ავრცელებს