საზოგადოება

დადიანზე დაგეგმილი გამოსახლება გადაიდო

24 იანვარი, 2024 •
დადიანზე დაგეგმილი გამოსახლება გადაიდო

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაგეგმილი გამოსახლების პროცესი გადაიდო.

როგორც „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მათ გაითვალისწინეს მცირეწლოვანი ბავშვების ფაქტორი და მიიღეს გადაწყვეტილება, გამოსახლებ რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა) გადადონ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას საკითხის გადაწყვეტის გზაზე.

ბინაში ცხოვრობს სამი ადამიანი: მარიამ კაკიაშვილი, რომელიც აგვისტოს ომის ვეტერანია და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გუშინ, 23 იანვარს, ვალის გადაუხდელობის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ,ჯამში, 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი- სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.

26 იანვარს კიდევ ერთი ოჯახის, ბალახაძეების გამოსახლება იგეგმება. აღსრულების ეროვნული ბიუროში ჯერჯერობით არ ამბობენ, გადაიდება თუ არა 26 იანვარს დაგეგმილი გამოსახლებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი