საზოგადოება

დაჭრეს კაცი, რომელსაც ნათესავები ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

20 იანვარი, 2024 • 3889
დაჭრეს კაცი, რომელსაც ნათესავები ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

კახეთში დაჭრეს კაცი, რომელსაც ნათესავები 12 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც არასრულწლოვანზე სავარაუდო მოძალადე დაჭრა, გოგოს ბიძაა. გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი და 12 წლის ბავშვიც ნათესავები არიან.

შსს გამოძიებას 2 მუხლით აწარმოებს: გაუპატიურება და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია, ხოლო გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი – კლინიკაშია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი