საზოგადოება

„ჩინეთს თან სდევს გამოწვევები, როცა საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – კოლომინა

19 დეკემბერი, 2023 • 1076
„ჩინეთს თან სდევს გამოწვევები, როცა საუბარია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – კოლომინა

კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საკითხებში ჩინეთს თან ახლავს გამოწვევები და საქართველოს ხელისუფლებაში იციან, რომ ეს უნდა ახსოვდეთ, ამბობs კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

დღეს, 19 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა კოლომინას, რას ნიშნავს პეკინსა და თბილისს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველო-ნატოს ურთიერთობებისთვის.

„ბევრჯეთ ვისაუბრეთ ამის შესახებ თბილისში თბილისში ვიზიტებისა ს. ნათელია, რომ გეოსტრატეგიული კონკურენციის სამყაროში ვცხოვრობთ. გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ გადმოსახედიდანმივიჩნევთ, რომ ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთობა ჩინეთთან, პეკინი რაღაც მასშტაბში შეიძლება იყოს პარტნიორი, შეიძლება იყოს გლობალური აქტორი, ვისთანაც ურთიერთობაა საჭირო.

ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთს თან სდევს უსაფრთხოების გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და დამოკიდებულებაზე, რომელიც ზოგიერთ ჩინურ ინვესტიციას შეიძლება მოჰყვეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ინვესტირება არ შეიძლება. საქართველოს ხელისუფლებაში იციან, რომ ეს რისკები უნდა ახსოვდეთ“, – გვიპასუხა მან.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 2023 წლის ივლისში გახდა ცნობილი. ამასთან ერთად, საქართველოში ჩინეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ჩინეთს აქვს ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ.

გარდა ამისა, კოლომინამ აგრეთვე მიულოცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება:

„მსურს მივულოცო ხალხსა და ხელისუფლებას ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე. ეს ისტორიული მომენტია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ესაა მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ 2024-ში. ეს ძალიან მნიშნელოვანი წელი იქნება. ველით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა რეკომენდაციას – ჩასატარებელ რეფორმებს“, – თქვა მან.

თუმცა კოლომინამ ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იცის, კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს ეს მომენტი საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი