საზოგადოება

გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

17 დეკემბერი, 2023 • 1888
გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

89 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი.

ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, იოსელიანი დაიბადა თბილისში დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს; 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი

1980 წლიდან ის მოღვაწეობდა საფრანგეთში. სიკვდილამდე ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა.

გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

  • “აკვარელი” (1958),
  • “აპრილი”(1961);

მხატვრული ფილმები:

  • “გიორგობისთვე” (1966),
  • “იყო შაშვი მგალობელი” (1970),
  • “პასტორალი” (1976),
  • “ბასკთა ქვეყანაში” (1983),
  • “მთვარის რჩეულნი” (1984),
  • “პეპლებზე ნადირობა” (1999),
  • “ყაჩაღები”(1996), “
  • მშვიდობით მწვანე მდელო” (2000, საფრანგეთი)
  • შანტრაპა (2010);

დოკუმენტური ფილმები:

  • “ძველი ქართული სიმღერა” (1969),
  • “თუჯი”(1964),
  • “საპოვნელა” (1959).

მასალების გადაბეჭდვის წესი