ნეტგაზეთი | გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა – Netgazeti
RU | GE  

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება კი მხოლოდ ვებგვერდის  ვიზუალური  შემოწმების მიზნით მოხდა.  

შუადღისას აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის პირად მონაცემთა ბაზიდან გაიგეს, რომ 100%–იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს, დაახლოებით 40 წუთში მონაცემთა ბაზიდან პროცენტული მაჩვენებელი გაქრა. ეროვნული ცენტრის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გაბუნიამ ”ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება მხოლოდ ვებგვერდის  ვიზუალური  შემოწმების მიზნით მოხდა და სიმართლეს არ შეესაბამება.

”ჩვენ შევიტანეთ მონაცემთა ბაზაში მცდარი  შედეგები, იმისათვის რომ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ციფრები ხილვადი. მზადდებოდა გრაფები გრანტისათვის, ვებგვერდი კი გათიშული არ იყო. სამწუხაროდ, დაემთხვა ისე, რომ აბიტურიენტების ნაწილი სწორედ ამ დროს  იმყოფებოდა ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე”, –  ამბობს გაბუნია.

,,ნეტგაზეთთან” საუბრის შემდეგ აბიტურიენტების პირად მონაცემთა ბაზაში  არსებული საგრანტო შედეგები წაიშალა.

 სახელმწიფო დაფინანსების შედეგებს აბიტურიენტები 10 სექტემბრისთვის, მეორადი განაცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაიგებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარიამ თოფურიძე