საზოგადოება

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა — “ქართული ლეგიონი”

16 ნოემბერი, 2023 • 6135
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა — “ქართული ლეგიონი”

“ქართული ლეგიონის” განცხადებით, უკრაინაში, დონეცკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციისას ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ.

ინფორმაცია ლეგიონმა დღეს, 16 ნოემბერს გაავრცელა.

ლეგიონისვე ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი