საზოგადოება

გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. შეამოწმე, გეკუთვნის თუ არა უფასოდ

16 ოქტომბერი, 2023 • 1663
გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. შეამოწმე,  გეკუთვნის თუ არა უფასოდ

დღეიდან, 16 ოქტომბრიდან, საქართველოში დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, შეძენილია 200 000 დოზა „Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“.

„ეს ვაქცინა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უფასოდ ჩაუტარდებათ ვაქცინაცია რისკის ჯგუფის მოქალაქეებს. ვაქცინაციის დაწესებულებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ვინ შედის რისკის ჯგუფში?

  • დიაბეტის მქონე პირები
  • დიალიზზე მყოფი პირები
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი
  • ორსულები
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები
  • მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები
  • ექიმები
  • ექიმი-რეზიდენტები
  • ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები
  • ბებიაქალები
  • სტომატოლოგები
  • სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები
  • მონადირეები
  • ვეტერინარები
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
  • პატიმრობის დაწესებულება
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად არის ხელმისაწვდომი ფასიანი ვაქცინა მათთვის, ვინც რისკჯგუფში არ შედის. როგორც წესი, ფასიანი ვაქცინა კერძო სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებშია ხელმისაწვდომი სეზონის დროს. ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციის მიღების შემდეგ მოგაწვდით ამ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი