საზოგადოება

„ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე“ — ლავროვი

28 სექტემბერი, 2023 • 1196
„ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე“ — ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მთავრობასთან მოლაპარაკებებით მოხდა.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ყოველ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეების ინტერესებით. ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, მოგზაურობა ერთმანეთის მოსანახულებლად, ორივე ქვეყნის მონახულება ტურისტულად და ბიზნესის წარმოება, რაც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს. ჩვენ შევთანხმდით ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი“, — განაცხადა ლავროვმა ТАСС-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ბევრი მათგანი სარგებლობს.

„უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის პროპორციულობის საფუძველზე და საჰაერო მიმოსვლის დამყარება ჩვენს კავშირებს ბევრად კომფორტულს ხდის. ფრენების რაოდენობა ფართოვდება და პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც ფართოვდება. სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ჩვენთან პოპულარულია ბევრი ტრადიციული ქართული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა“, — განაცხადა ლავროვმა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი