29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია.
როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა.
„დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ გოგიტიძე.
მაშველები სტიქიის ზონაში ბოლო პერიოდში ეძებდნენ ზაზა მესხის 2 შვილსა და 4 წლის გიორგი ხორბალაძეს, რომლის დედისა და ბებიის ცხედრები სტიქიიდან რამდენიმე დღეში იპოვეს.
- გიორგი ყარალაშვილი;
- სოფო ყარალაშვილი;
- დავით ბერიაშვილი;
- გენადი სულთანიშვილი;
- გიორგი გოგინაშვილი;
- მეგი გუტაშვილი;
- გიგი გუტაშვილი;
- მარინე ხორბალაძე;
- ნატო ჭელიძე;
- ლუკა დუდაშვილი;
- ანდრია დუდაშვილი;
- ანასტასია დუდაშვილი;
- შორენა ბიჭაშვილი;
- მარიამ მაისურაძე;
- კოტე მაისურაძე;
- ქეთევან ლობჟანიძე;
- სამირა ისაევა;
- ალინა პოლიკოვსკა;
- ზაზა მესხი;
- ზაზა მესხის უფროსი შილი;
- ქსენია ტრიჩევა;
- სოფო ბაკურაძე;
- მანანა ჯაჭვაძე;
- თემურ ჩარკვიანი;
- დიტო ფირცხალავა;
- ნიკა ჩალაძე;
- ლევან რაზმაძე;
- სალომე ხეთაგური;
- გვანცა ბუბაშვილი;
- ნინი კენჭაძე;
- გიორგი ხორბალაძე.
ხელისუფლება ოფიციალურად არ აქვეყნებს ინფორმაციას დაკარგულებისა და იდენტიფიცირებულების ვინაობის შესახებ. აღნიშნული სიის შედგენა შესაძლებელია მხოლოდ ახლობლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მოპოვებული ინფორმაციით.
3 აგვისტოს, 15 საათზე, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რამაც თითქმის მთელი შოვი წალეკა. ოფიციალურად, დაღუპულია 31 ადამიანი, 2-ის ძებნა გრძელდება.
დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: 7 აგვისტოს — პოლიციელი, გამომძიებელი მირიან ჭელიძე; 29 აგვისტოს — თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.
ორივეს გარდაცვალების მიზეზად სახელმწიფო უწყებებმა ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დაასახელეს.