საზოგადოება

საკრებულომ მხარი დაუჭირა „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენებს

25 აგვისტო, 2023 • 2726
საკრებულომ მხარი დაუჭირა „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენებს

დღევანდელ, 25 აგვსიტოს სხდომაზე, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა სადავო სამშენებლო პროექტებს. საქმე ეხება განაშენიანებებს „ლაგუნა ვერესთან“, ვაკეში, ნაძალადევსა და დიღომში.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე დატოვეს.

საკრებულოს სხომა ურთიერთშელაპარაკებითა და ურთიერთბრალდებებით დაიწყო – ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ამ პროექტების მხარდაჭერით საკრებულო „ურბანულ გენოციდს“ აწერდა ხელს. „ოცნება“ აცხადებდა, რომ პროექტები გამჭვრივალეა, ხოლო პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას.

განსაკუთრებული კრიტიკა დეპუტატების მხრიდან „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილმა ცათამბჯენების მშენებლობამ გამოიწვია. აქ მულტიფუნქციურ კომპლექსს ფონდი „ქართუს“ კომპანია ახორციელებს.

„ჩვენ დღეს ვამტკიცებთ განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებას, კონცეფციას, სადაც ასევე არის გათვალსიწინებული ის, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს აუზი და ეს ფუნქცია, რა ფუნქციაც აქვს ისტორიულად ამ ტერიტორიას, იქნება შენარჩუნებული და ეს იქნება ინვესტორის მხრიდან აღდგენილი და გაკეთებული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის, რასაც ვიღებთ. ის, რომ ამ საკადასტრო ერთეულზე არის მხოლოდ აუზი გათვალსიწინებული და აქ არ არის არანაირი მშენებლობა“, – თქვა საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

„ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი ცათამბჯენების ახალი პროექტი.

დღევანდელი გადაწყვეტილებით საკრებულომ მხარი დაუჭირა ასევე ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მშენებლობასაც, რომელიც გეგმავს, რომ ვაკეში 169-სართულიანი კომპლექსი ააშენოს. ნამორაძის კომპანიასთან სპეციალური საპრივატიზაციო ხელშეკრულებაა დადებული, რომლის თანახმადაც, ის ვალდებულია აღადგინოს სპორტი სუნივერსიტეტი.

სპორტის უნივერსიტეტთან დაგეგმილი მშენებლობა.

საკრებულომ ასევე მწვანე შუქი მისცა ნინო წილოსანის ოჯახთან დაკავშირებულ მშენებლობას ნაძალადევში. ამ პროექტის მიხედვით, ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე დეპუტატის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. ამ ტერიტორიის განვითარების წინადადების თანახმად, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა საჯარო, მაქსიმალური სართულიანობა 33 სართული იქნება – ანუ 117 მეტრის სიმაღლის შენობა. საშუალო სართულიანობა კი 15-20 სართულით განისაზღვრა.

დაგეგმილი მშენებლობის ფოტოესკიზი. ხედი საბურთალოს მხრიდან

საკრებულოს მხარდაჭერა მშენებლობის ნებართვას ავტომატურად არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საკრებულო თანახმაა, ესა თუ ის ტერიტორია ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ხედვის შესაბამისად განვითარდეს. საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება პროექტის ავტორებს მერიისგან მოუწევთ – ამ პროცესში შესაძლოა პროექტის გარკვეული დეტალები შეიცვალოს კიდეც.

ვრცლად მშენებლობებზე, რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა, წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი