შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიოდულად განაახლებს.

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]