საზოგადოება

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

4 აგვისტო, 2023 • 6915
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნაწილი ოჯახმა უკვე ამოიცნო.

კითხვაზე, არიან თუ არა დაღუპულებს შორის ბავშვები, აზარაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებს ამას ვერ დაუდასტურებს. რაც შეეხება დაკარგულებს:

„დაკარგულებში, სამწუხაროდ, არიან ბავშვები“, – დასძენს ის.


გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, ამჟამად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი