საზოგადოება

აშშ-ში იმყოფებოდა 2 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არ გაემგზავრა

28 ივლისი, 2023 • 2373
აშშ-ში იმყოფებოდა 2 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არ გაემგზავრა

აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შარშან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ, შეერთებულ ტატებში არ გაემგზავრა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოსამართლეებს უმასპინძლეს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.

„მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები: ლილი მსხილაძე, ნინო ნაჭყებია, ხათუნა ხარჩილავა, დავით კურტანიძე, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური.

აქედან ორი — ნინო ნაჭყებია და ხათუნა ხარჩილავა — იყვნენ იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც 2022 წლის მაისში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში უნდა გამგზავრებულიყვნენ. თუმცა ამერიკულმა მხარემ აღნიშნული პროგრამიდან მოხსნა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რის შემდეგაც ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა.

ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი