საზოგადოება

მეწყრის გამო რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

22 ივნისი, 2023 • 1382
მეწყრის გამო რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

განახლება, 12:40 — საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. 

რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე კლდის ნაშალი მიწა ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა:

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა [კლდის ნაშალი] შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა”, — აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი