საზოგადოება

სტრასბურგი სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე დამატებით ინფორმაციას ელის

19 აპრილი, 2023 • 7383
სტრასბურგი სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე დამატებით ინფორმაციას ელის

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეს-სამსახურმა წერილობითი კომუნიკაციისას დაუდასტურა.

როგორც სასამართლოში ამბობენ, 14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხის მიღებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.

11 აპრილს ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

სააკაშვილის ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი