საზოგადოება

გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

11 აპრილი, 2023 • 1656
გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

გიული ალასანიას ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

თუმცა სააკაშვილის ადვოკატები ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„დროებითი გადავადება. ეს არის სურვილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ამის შანსი“, — განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პოლონეთში.

სააკაშვილის ადვოკატებს გაცხადებული ჰქონდათ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუმცა ამჯერად უცნობია, რა მოთხოვნით მიმართა სააკაშვილმა სტრასბურგს და არის თუ არა მისი საფუძველი დროებითი ღონისძიების მოთხოვნა.

სასამართლო რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია დააწესოს სახელმწიფოსთვის სავალდებულო დროებითი ღონისძიებები. სანამ ძირითად საქმეს განიხილავს, სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს — როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს.

ამ თემაზე:

„ვერ ვხვდები, მოსამართლემ როგორ უნდა დაასაბუთოს ის, რაც გამოაცხადა“ — მუხაშავრია

მასალების გადაბეჭდვის წესი