საზოგადოება

აქცია მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად

1 აპრილი, 2023 •
აქცია მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად

მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 1 აპრილს, 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ აქციაზე მისულები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარეს საჩვენებელი დასჯა გადაწყვიტა, რათა მისი თაობის ადამიანები დააშინოს და პროტესტის სურვილი გაუქროს.

აქციაზე მისული იყო ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი