საზოგადოება

დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა – აშშ-ის საელჩო

7 მარტი, 2023 • 932
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება პარლამენტში რუსული კანონპროექტების პარლამენტში განხილვას და ამბობს, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა.

საუბარია პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, – წერს აშშ-ის საელჩო.


საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პირველი მოსმენით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 6 მარტს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ პარლამენტი “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდა. თუმცა, დღეს მანვე შესთავაზა პარლამენტს რომ ეს კანონპროექტები დღეს განხილულიყო.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.

ვრცლად:

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვას დღესვე იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი