საზოგადოება

შეხლა-შემოხლაა კომიტეტების სხდომაზე, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ – LIVE

2 მარტი, 2023 • 1038
შეხლა-შემოხლაა კომიტეტების სხდომაზე, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ – LIVE

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დღეს, 15:30 საათზე რუსული კანონპროექტები უნდა განხილულიყო, ამ დრომდე [16:15] ვერ იწყება.

დეპუტატების ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მანამდე ამ სხდომაზე არ უშვებდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა დარბაზში უპრობლემოდ შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, პრორუსი პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია და „ხალხის ძალის“ აქტივისტები.

პარლამენტის საიტზე ოფიციალური პირდაპირი ეთერი გათიშეს. დარბაზში მიმდინარე პროცესებს დეპუტატი ანა ბუჩუკური პირადი ტელეფონით პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემს.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ქუჩაში აპროტესტებენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი