საზოგადოება

ბაიდენი კიევშია

20 თებერვალი, 2023 •
ბაიდენი კიევშია

დღეს, 20 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ვიზიტის პირველ კადრებს უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს დილიდან უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევში დასავლეთიდან მნიშვნელოვანი პირების ვიზიტს ელოდნენ. გადაიკეტა უკრაინის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა ტელეეთერში მიანიშნა უკრაინის ერთ-ერთი „მთავარი“ დასავლელი პარტნიორის მოსალოდნელ ვიზიტზე კიევში.

უკრაინული მედიის ცნობით, 2008 წლის შემდეგ ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიევში.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთში უნდა ჩასულიყო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი