ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში მიემგზავრება და ჯო ბაიდენს შეხვდება.
ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა.
„აშშ-ის პრეზიდენტთან განვიხილავ თანამშრომლობას უკრაინასა და აშშ-ს შორის. მე ასევე სიტყვით მივმართავ კონგრესსა და გავმართავ ორმხრივ შეხვედრებს“, – წერს ზელენსკი.
On my way to the US to strengthen resilience and defense capabilities of ??. In particular, @POTUS and I will discuss cooperation between ?? and ??. I will also have a speech at the Congress and a number of bilateral meetings.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 21, 2022
მანამდე CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდებოდა. მათივე ცნობით, დაგეგმილი იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტი კონგრესს სიტყვით მიმართავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან შესახვედრად გაემგზავრა.
CNN-ის ინფორმაციით,შეხვედრის პარალელურად აშშ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. კერძოდ, ბაიდენი დააანონსებს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას გაუგზავნის.