საზოგადოება

სააკაშვილის მკურნალი ექიმი უარყოფს, რომ ექსპრეზიდენტი არ ჭამს

7 დეკემბერი, 2022 • 1188
სააკაშვილის მკურნალი ექიმი უარყოფს, რომ ექსპრეზიდენტი არ ჭამს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი „ვივამედში“ თამარ დავარაშვილი უარყოფს, რომ ექსპრეზიდენტი არ იკვებება.

„ფორმულამ“ დავარაშვილს ჰკითხა, სამედიცინო ჩანაწერში თუ არსებობს მსგავსი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უარს ამბობს საკვების მიღებაზე.

„არა, მე ეს არსად მიწერია. მიწერია, იღებს სასმისით, დაწურულ საკვებს, მცირე ულუფებით და ირგებს. არავის უთქვამს შიმშილობა. სახალხო დამცველის აპარატიდან აქ მოსული იყო რეანიმატოლოგი გია გრიგოლია და ჩვენ ვისაუბრეთ. რატომ არ გამოვიდა და არ თქვა, რომ შიმშილობსო? ბატონმა ზურამ რატომ თქვა [ჩხაიძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი], ეს მასთან მიდით და ჰკითხეთ. ჩემი პაციენტი მეუბნება, რომ თავისუფლად შეგიძლია, ინტერვიუ არ გასცე“, — განაცხადა დავარაშვილმა და თქვა, რომ პაციენტის სურვილით არ ეკონტაქტება მედიას.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ „სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ „სასურველ დღეებში”.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ [ჭამს]…“ — თქვა მან და მათ შორის პაციენტის მონდომების ნაკლებობით ახსნა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში – “ვივამედის” დირექტორი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი