საზოგადოება

ხაბეიშვილს მერაბიშვილის საკითხზე მელიასგან განსხვავებული აზრი აქვს

11 ნოემბერი, 2022 • 2619
ხაბეიშვილს მერაბიშვილის საკითხზე მელიასგან განსხვავებული აზრი აქვს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, ვანო მერაბიშვილს ყოველ დღე შეხვდება და არ თვლის, რომ ამის გამო თავი ექნება სამართლებელი. მერაბიშვილის საკითხზე ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“ვიღაცების რიტორიკა დაემსგავსა კობახიძის რიტორიკას… ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი. ბუას ქმნის ქართული ოცნება და ამაზე ახლა თავები უნდა ვიმართლოთ?”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ყოველ დღე შევხვდები [მერაბიშვილს], არანაირი პრობლემა არ მაქვს. მორჩეს ყველა ამ სისულელეებს. მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში არ არის და არც აინტერესებს. მორჩა”, – თქვა ხაბეიშვილმა.

დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, შეხვდა თუ არა ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად 6 ნოემბერს მერაბიშვილს, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ არ ახსოვს, თუმცა მანვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილთან საუბარი არ აქვს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ 2020 წელს თქვა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იქნება.

ამ საკითხზე ხაბეიშვილს განსხვავებული აზრი აქვს:

“არანაირი მიუღებელი ადამიანი ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს”, – ამბობს ხაბეიშვილი და კითხულობს,- “მერაბიშვილს არ შეუძლია ერთი ნაბიჯი დადოს ივანიშვილის გასტუმრებაში?!” თუმცა ხაზს უსვამს, რომ მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით დაინტერესებული არ აქვს.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი