ნეტგაზეთი | ახალი ბიომეტრიული პასპორტი ახალი ბიომეტრიული პასპორტი – Netgazeti
RU | GE  

ახალი ბიომეტრიული პასპორტი

მოქალაქის ერთი ფოტოსურათის გვერდით  მეორე უფრო მკრთალი , ელექტრონული მეხსიერების მატარებელი ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდების ინფორმაცია, სპეციალური ნიშანი ყდაზე და ცოტა შეცვლილი დიზაინი, -ეს ბიომეტრიული პასპორტია, რომლის აღებაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

მოქალაქის ერთი ფოტოსურათის გვერდით  მეორე უფრო მკრთალი , ელექტრონული მეხსიერების მატარებელი ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდების ინფორმაცია, სპეციალური ნიშანი ყდაზე და ცოტა შეცვლილი დიზაინი, -ეს ბიომეტრიული პასპორტია, რომლის აღებაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

ბიომეტრიული პასპორტი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის  სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სამსახურში 16 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეულია აიღოს.

როგორც სამოქალაქო რეესტრში აცხადებენ, ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელიც, ამჟამად, ევროკავშირის წევრ  ქვეყნებში, ასევე, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჰონკონგში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, ეგვიპტეში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყენებში უკვე გამოიყენება.

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის პრესამსახურის უფროსის ეკა ალავიძის თქმით, ბიომეტრიული პასპორტების სისტემაზე გადასვლით, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.

“როგორც კი ხელი მოეწერება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან  გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებას, ბიომეტრული პასპორტი იმის გარანტია იქნება, რომ გამარტივბული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ მოქალაქეები.  ისინი მაქსიმუმ ათი დღის ვადაში  იაფი ტარიფით – 35 ევროს გადახდის საფუძველზე მიიღებენ ვიზას, ხშირ შემთხვევაში კი, საზღვრებზე დამონტაჟებული სპეციალური აპარატურის მეშვეობით. ბიომეტრული პასპორტის მქონე მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას მესაზღვრესთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ”, ამბობს ეკა ალავიძე.

ბიომეტრიული პასპორტების  სპეციფიკასა და საჭიროებებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO ადგენს. აღნიშნული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რა მინიმალური დაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბურობის დოკუმენტს.

ბიომეტრიული პასპორტები  10 წლის ვადით გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარია. პასპორტის მიღების მსურველებს სამოქალაქო რეესტრი დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრიული პასპორტის აღება განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მე-5 სამუშაო დღეს – 120, მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი, განაცხადის შეტანიდან  24 საათის  განმავლობაში  190 ლარი, ხოლო იმავე დღეს– 205 ლარი.

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის პარალელურად,. ვადის გასვლამდე, მოქმედებაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტები.  ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე. მათთვის სამი წლის ვადით გაიცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის ღირებულებაც  17 ლარი და  50 თეთრი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი