უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთს ორი სხვადასვხა ინფორმირებული წყარო უდასტურებს.
როგორც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 20-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
