საზოგადოება

საგანგებო: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში — ლოკალიზებული

4 სექტემბერი, 2022 • 975
საგანგებო: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში — ლოკალიზებული

წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში კი — ლოკალიზებული. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

თბილისის შემოგარენში — წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრების მიმდებარედ — ცეცხლი 4 სექტემბერს გაჩნდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ხანძრების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეომასალას.

ცეცხლის მინიმუმ ორი კერა ნათლად ჩანდა თბილისის რიგი უბნებიდან.

ფოტო: Facebook/Shorena Tskhovrebashvili

მასალების გადაბეჭდვის წესი