საზოგადოება

ხანძრები თბილისის შემოგარენში [ფოტო+ვიდეო]

4 სექტემბერი, 2022 • 1848
ხანძრები თბილისის შემოგარენში [ფოტო+ვიდეო]

თბილისის გარშემო, მინიმუმ სამგან, ხანძარია. შესაბამის ფოტოებსა და ვიდეომასალას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” ეუბნებიან, რომ ხანძრის ადგილებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ცეცხლის მინიმუმ ორი კერა ნათლად ჩანს თბილისის რიგი უბნებიდან.

ერთ-ერთი ხანძარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტყეშია.

მოქალაქეები ასევე წერენ, რომ ხანძარია წყნეთის გზაზე, ტყეში. სოც. ქსელების მომხმარებლთა მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ იწვის ბალახი და ხეები.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ცნობა წავკისის მიმდებარედ ხანძრის შესახებ.

“ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახური 20:30 საათისთვის სამივე ხანძარს უდასტურებს. უწყების პრესსამსახურის თანახმად, ადგილებზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. სხვა დეტალებს უწყებაში, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებენ.

განახლება:

საგანგებო: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში — ლოკალიზებული

მასალების გადაბეჭდვის წესი