საგანგებო: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში — ლოკალიზებული

წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, წავკისში კი — ლოკალიზებული. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. თბილისის შემოგარენში — წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრების მიმდებარედ — ცეცხლი 4 სექტემბერს გაჩნდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ხანძრების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეომასალას. ცეცხლის მინიმუმ ორი კერა ნათლად ჩანდა თბილისის რიგი უბნებიდან. ფოტო: Facebook/Shorena Tskhovrebashvili