საზოგადოება

მედია: უკრაინულებმა ხერსონში რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

29 აგვისტო, 2022 • 2110
მედია: უკრაინულებმა ხერსონში რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

უკრაინული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვია.

Ukrainkaya Pravda ავრცელებს ვიდეოს, სადაც უკრაინელი მებრძოლი აცხადებს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის მებრძოლებმა მიატოვეს საკუთარი პოზიციები და გაიქცნენ ბრძოლის ველიდან.

გამოცემის თანახმად, ინფორმაცია გადამოწმებულია.

ვიდეო, რომელსაც უკრაინული მხარე ავრცელებს

უკრაინულმა მხარემ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიწყო, თუმცა რუსული საოკუპაციო ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ხერსონის ოლქის დიდ ნაწილსა და უშუალოდ ქალაქ ხერსონს.

მასალების გადაბეჭდვის წესი