საზოგადოება

წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით

17 აგვისტო, 2022 • 9356
წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.

გამოძიება დაწყებულია შემდეგი სამი მიუხლით: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა);  11​​1 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11​​1 151-ე მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა)

„მთავარ არხში“ ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ნაკაიძე მართლაც დააკავეს. არხის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია კომენტარს მალე გააკეთებს.

განახლება: „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ნაკაიძესთან ნებისმიერ თანამშრომლობას წყვეტს.

„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი